ფოთში, მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 9 აპრილის ხეივანი #18 და # 25, აგრეთვე დ. აღმაშენებლის
ქუჩა #8 მრავალბინიანი კორპუსის სახურავის კაპიტალური რემონტის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ‘’გილანი-XXI’’ აწარმოებს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ფოთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ტრანსფერიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სახურავების რეაბილიტაციისთვის 156 255 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.