ხუთ. ნოე 21st, 2024

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას სენაკის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის 35 დელეგატი, მოწვეული სტუმრები -სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დელეგატებმა სენაკის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ღია კენჭისყრით, ერთხმად ვერა კალანდარიშვილი აირჩიეს.

სენაკის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვერა კალანდარიშვილმა საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებს, 2015-2018 წლებში ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ანგარიში წარუდგინა. მან ორგანიზაციის 3 წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა და ძირითადი აქცენტები ჩატარებულ აქტივობებზე, ღონისძიებებზე გააკეთა. ასევე, ისაუბრა სამომავლო პრიორიტეტებზე და სამოქმედო გეგმაც წარადგინა.

ვერა კალანდარიშვილმა როგორც აღნიშნა: ,,ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში წლების განმავლობაში შევძელით ურთიერთთანამშრომლობა. მისასალმებელია ადგილობრივი ხელისუფლებისგან პროფკავშირთან ასეთი დამოკიდებულება. პროფკავშირის უპირველესი მისიაა საჯარო მოხელეთა დაცვა ყოველგვარი უკანონობისაგან. ”.

კალანდარიშვილმა გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშში ხაზი გაუსვა სენაკის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: ფინანსური დახმარებები, ექსკურსიები, საახალწლო და სარვამარტო ღონისძიებები.

კონფერენცია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. გამომსვლელებმა დადებითად შეაფასეს სენაკის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის სენაკის რაიონული ორგანიზაციის საქმიანობა.

უკვე მესამედ არჩეულმა კალანდარიშვილმა მოწონება და ნდობა არა მარტო დელეგატებისგან მოიპოვა, არამედ სენაკის მუნიციპალიტეტის მერმაც დადებითად შეაფასა კალანდარიშვილის მუშაობა და მზადყოფნა გამოთქვა მომავალში თანამშრომლობაზეც.

კონფერენციაზე ასევე აირჩიეს სამანდატო კომისია, სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, პროფკომიტეტის, საკონტროლო-სარევიზიო კომისიების და პროფკავშირის მე-13 კონგრესის დელეგატების შემადგენლობა.