ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები და რიგითი მოქალაქეები თეატრის წინ ლოზუნგებით: ,,ნუ მომკლავ“, ,,აღვადგინოთ სამართალი“, ,,არა ძალადობას“ შეკრებილნი ხელისუფლებას საქმის სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ.

სოლიდარობის აქცია სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით გაიმართა. „ აქ შეკრებილებს გული შეგვტკივა იმ უსამართლობაზე, რომ დამნაშავეები არ არიან დასჯილები. მოვუწოდებთ მთავრობას, რაც შეიძლება მალე მიიღონ ზომები, რომელიც არის გასატარებელი და ყველა ის ადამიანი ჩასვას ციხეში, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ახალგაზრდა ბიჭების მოკვლასა თუ მათი მკვლელების დანაშაულის დაფარვაში“ – ძირითადად ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ აქციის მონაწილეები. აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები თქმით ვიდრე დამნაშავეები არ დაისჯებიან, გარდაცვლილის მამას მხარდაჭერას გამოუცხადებენ და აქციებს გამართავენ.