ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით უცნობმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც msnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 117-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“) დაიწყო. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.