ზუგდიდში ოქროს ბირჟაზე ძარცვა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დღის მეორე ნახევარში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე,
ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთი დახლიდან, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები გაიტაცა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცას გულისხმობს.