ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთში ქალაქის დღის აღსანიშნავად აქტიური მზადება მიმდინარეობს. ქუჩებში სახელმწიფო და ქალაქის დროშები გამოიფინა. ყვავილები დაირგო ნიკო ნიკოლაძისა და რუსთაველის რკალის მიმდებარე ტერიტორიებზე.
შეგახსენებთ, რომ ფოთი წელს პირველად, 15 აპრილს ქალაქის დღეს იზეიმებს, რომელიც საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება.

ამ დღეს დედაქალაქიდან და დამეგობრებული ქალაქებიდან, ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა, ქალაქის სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენა, არჩილ ხორავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი ლექცია -ექსკურსია კოლხურ მუზეუმში, ნიკო ნიკოლაძის ძეგლის ყვავილებით შემკობა.

ამავე დღესვე გაიმართება ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონიალი და კვინტეტ „ურმულის“ კონცერტი.

ზეიმი დასრულდება ქალაქის ცენტრალურ პარკში ღონისძიებით, სადაც ფოთელების წინაშე „ქუჩის მუსიკოსები“-ს ახალი და ძველი თაობა და ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგებიან.