შაბ. ნოე 23rd, 2024

ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცმა შუა ხნის მამინაცვალი მოკლა. ბათუმის ქუჩაზე მცხოვრებლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ და ისინი გარდაცვლილ მეზობელს დადებითად ახასიათებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამინაცვალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.