შაბ. ნოე 23rd, 2024

ფოთის ნაბადის უბანში მდებარე მე -3-ე საბავშვო ბაღში გვიან ღამით ქურდობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღიდან წაღებულია მუსიკალური ტექნიკა. რის გამოც დღეს დაგეგმილი საგაზაფხულო ღონისძიებები ჩაიშალა.
ბაღის თანამშრომლების განმარტებით ქურდობა სავარაუდოდ, ღამით მოხდა. მათივე თქმით, დღეს დილით ბაღში მისულ პედაგოგებს ოთახები არეული დახვდათ. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.