შაბ. დეკ 7th, 2024

15 აპრილს, პირველად, ფოთი ქალაქის დღეს იზეიმებს, რომელიც საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილეებთან და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ღონისძიებების გეგმა განიხილა.

ფოთი ამ დღეს დედაქალაქიდან და დამეგობრებული ქალაქებიდან, ჩამოსულ დელეგაციებს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა, ქალაქის სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენა, არჩილ ხორავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი ლექცია -ექსკურსია კოლხურ მუზეუმში, ნიკო ნიკოლაძის ძეგლის ყვავილებით შემკობა.

ამავე დღესვე გაიმართება ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონიალი და კვინტეტ „ურმულის“ კონცერტი.

ზეიმი დასრულდება ქალაქის ცენტრალურ პარკში ღონისძიებით, სადაც ფოთელების წინაშე „ქუჩის მუსიკოსები“ და ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგებიან.