ოთხ. ნოე 6th, 2024

აბაშის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ლევან მაკალათია საჯარო მოხელეებსა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის

გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.

მერიის ცნობით, ლევან შონიამ და ლევან მაკალათიამ აბაშის ყოფილ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გემებსა და განსახორციელებლ პროექტებზე ისაუბრეს.

ლევან მაკალათიამ 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. პროფესიით ტურიზმის კომერსანტ-ეკონომისტია. 2002-2004 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია UBC International-ის აუდიტორი. 2006-2008 წლებში იყო შპს Audit Company-ს ეკონომისტი. 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2015 წლიდან იყო შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლის 21 ოქტომბერს არჩეულ იქნა აბაშის მერის თანამდებობაზე.

ლევან მაკალათიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა და მას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 65%-მა დაუჭირა მხარი.