ოთხ. დეკ 4th, 2024

ფოთის პორტის ადმინისტრაციის ორგანიზებით მედია ტური მოეწყო,რომლის ფარგლებში მოხდა პრეზენტაცია ახალი საბუქსირე გემის „სიმსონის“.
ეიპიემ ტერმინალმა შეიძინა ბუქსირი, რომელიც ამინდის გაუარესების შემთვევაში შექმნილ ფორსმაჟორს აღმოფხვრის. ასევე ბუქსირის მეშვეობით მოხდება მომხმარებელთა მომსახურეობის გაუმჯობესება.საბუქსირე მომსახურებას განახორციელებ svitzer – მაერსკის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განყოფილების წევრი, რომელიც სპეციალიზირებულია საბუქსირე მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით და ცნობილია თავისი პროფესიული, ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო ოპერაციებით.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთის ” გენერალური დირექორის კლაუს ჰოლმ ლოურენსის თქმით: ” ჩვენ, საზღვაო სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განვიხილეთ იმ კონკრეტული ქმედების შესახებ, რომლებიც
საქმიანობისათვის მეტი შესაძლებლობის შექმნას”.

პორტის ხელმძღვანელების თქმით, მოხდა შეხვედრა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან, სადაც განხილული იქნა ნავსადგურში უსაფრთხო ნაოსნობის წესები და პირობები. საზღვაო ნავსადგური ამ რეგლამენტის მიღებას კვირეების მანძილზე ელოდებოდნენ, თუმცა ისე დაემთხვა, რომ მედიატურის მიმდინარეობისას მოხდა ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება.

“სიმსონი” ასე ჰქვია ბუქსირს, რომელიც გარანტი იქნება ნავსადგურის ეფექტურ მუშაობაზე. ეს არის პირველი ეტაპი, ნავსადგური კიდევ ელოდება ბუქსირს “პორტგრანტს”, რომელიც 2018 წლის პირველ კვარტალში ჩამოვა საქართველოში. მათი თქმით, “სიმსონი”, პორტგრანტი” და არსებული “პატრიოტი” ერთობლივი ძალებით, უფრო უკეთესად განახორციელებენ მომსახურებას, რაც დაახლოებით 70% ით შეამცირებს ნავსადგურში ცუდი ამინდის შემდეგ ოპერაციების შეწყვეტის შემთხვევებს.