ხუთ. ნოე 21st, 2024

ნიკო ნიკოლაძის ისტორიული ძეგლი ისევ არ კარგავს აქტუალურობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას კოშკის მარჯვენა ფლიგელის
ნაწილში აღმოაჩინეს გალავნის კედლის ნაშთი და არტეფაქტები. აღმოჩენილი გალავნის კედლის ნაშთის გარდა, აღმოჩენლია მეტრნახევარ სიგრძეზე კოლხური თიხის,მოჭიქული კერამიკის,კრამიტის და რკინის არტეფქტები. როგორც ჩანს 80_იან წლებში როდესაც მარჯვენა ნაწილის მიშენება მოხდა, ეს ტერიტორია არ ყოფილა შესწავლილი. კოლხური კულტურის მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადებით:

“ძნელია საუბარი, იმაზე თუ რომელი საუკუნით თარიღდება ნაპოვნი ნივთები. საჭიროა სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი გამოკვლევა”.

ამ ეტაპზე ნიკოლაძისეულ კოშკზე მიმდინარეობს ძეგლის რეკონსტრუქცია, გაბლიანის განმარტებით : „კოშკში აღმოჩენილი არტეფაქტები კორექტირებას მოახდენს რეაბილიტაციის პროცესში, თუმცა ეს პროექტის საბჭოს და სააგენტოს პრეროგატივაა, არამგონია ასეთი მნიშვნელოვანი კედლის ფრაგმენტი მიწით დაიფაროს”.