ოთხ. იან 29th, 2025

ქალ ამომრჩევლების საჭიროებებზე იმსჯელეს დღეს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.
დისკუსია პროექტის „ქალის ხმა იგებს არჩევნებს“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

როგორც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის მედიაცენტრის დირექტორმა ინგა გვასალიამ აღნიშნა ორგანიზაციამ ორი თვის განმავლობაში ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირების და დადგენის მიზნით, საქართველოს 8 რეგიონში ჩაატარა შეხვედრები და დისკუსიები.

„ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენა და დადგენა მიზნად ისახავდა აღნიშნულ საჭიროებებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირებას, რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება, არჩევის შემთხვევაში კი ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა“- განაცხადა გვასალიამ.

როგორც მედიაცენტრის დირექტორმა პრეზენტაციისას აღნიშნა ფოთში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შშმ ქალების და დევნილების საჭიროებების იდენტიფიცირებაზე. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ქალთა საჭიროებები.

ფოთში მცხოვრებ ყრუთა და სმენადაკარგულთა კავშირის ბენეფიციარებს რამდენიმე სერიოზული საჭიროება აქვთ, ესაა: ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ აქვთ ტელეფონები, რასაც უსახსრობის გამო ვერ იძენენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კავშირში თარჯიმნის სიმცირე წარმოადგენს. კავშირს მხოლოდ ერთი კაცი თარჯიმანი ჰყავს, რომელიც ერთდროულად ყველა ბენეფიციარს ვერ ემსახურება. გარდა ამისა, შშმ პირები ქალი თარჯიმნის დანიშვნასაც ითხოვენ, რადგან არის საკითხები, რომლის შესახებაც კაც თარჯიმანს ვერ ესაუბრებიან. კავშირის ბენეფიციარები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ წლებია ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. ყოველ მათ მოთხოვნაზე ხელისუფლება ბიუჯეტში ამ კუთხით თანხების გაუთვალისწინებლობას ასახელებს. შშმ ქალები მათთვის საარჩევნო თემატიკაზე ტრენინგების ჩატარებასაც ითხოვენ.

უსინათლო პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა ბრაილის შრიფტის შემსწავლელი კურსების ამოქმედება. მოუწესრიგებელი ტროტუარები, სადაც გადაადგილება უჭირთ. უსინათლოთა კავშირის ბენეფიციარეები ითხოვენ 30 ლარიანი დახმარების 50 ლარამდე გაზრდას.

ფოთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალები უპირველეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ. ქალებმა განსაკუთრებული სიმწვავით დასახლებაში საბავშვო ბაღისა და სკოლის საჭიროებაზე საუბრობენ. მართალია, ბაღი უკვე შენდება, მაგრამ როგორც აღნიშნეს, იგი 90 ბავშვზეა გათვალისწინებული მაშინ, როცა დასახლებაში გაცილებით მეტი ბავშვი იზრდება.

დევნილთა დასახლებაში არ არის სკოლა, ბავშვებს მოშორებით მდებარე სკოლებში უწევთ სიარული, რაც დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული;

ქალები დასახლებაში საბავშვო მოედნების არ არსებობაზე და მისი გაკეთების საჭიროებაზე საუბრობენ; დასახლებაში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, რის გაკეთებასაც დევნილი ქალები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ;

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის დროული მოგვარების საჭიროებაც არსებობს, ესაა უპატრონო ძაღლები, რომლებიც დასახლებაში მრავლად არიან და რის გამოც, ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და ვერც თავად გრძნობენ დაცულად თავს.
შეხვედრისას ქალ ამომრჩევლების გააქტიურებაზე და გამარჯვების შემთხვევაში მათი საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებაზე იმსჯელეს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა.
მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან” მაკა ჯინჯოლია თვლის, რომ:

პოლიტიკაში ქალების გააქტიურებას მიესალმება „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” პროპორციული სიის #6 კანდიდატი სვეტლანა ზარანდია და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი:

მაჟორიტარობის ახალგაზრდა კანდიდატებმა „ნაციონალური მოძრაობიდან” ისაუბრეს ქალების მეტად გააქტიურებაზე, როგორც პოლიტიკაში, ასევე ამომრჩეველი ქალების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

დისკუსიის დასასრულს მედიაცენტრის მიერ კანდიდატებისთვის გაიცა რეკომენდაციები.