ხუთ. ნოე 21st, 2024

თამარ ჭოჭუა მერიაში ჩატარებული საჯარო მოხელეთა კონკურსის შემდეგ ფოთის მერის 1 მარტის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ჭოჭუას განცხადებით კი სამსახურიდან მეუღლის პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდა. თამარ ჭოჭუას მეუღლე სპორტსმენი ირაკლი ჭანტურია ნაციონალური პარტიის წევრია.

ფოთის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის მერის 1 მარტის ბრძანება თამარ ჭოჭუას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და საატესტაციო კომისიას დაევალა თავიდან მოხდეს კონკურსის შედეგების გადახედვა ერთი თვის ვადაში.

აღნიშნულ საკითხზე ფოთის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.