ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთის საპატრულო პოლიციის ახალ უფროსად წარმოშობით ზუგდიდელი მაცი ხვიტია დაინიშნა.

მაცი ხვიტიას საპატრულო პოლიციას უფროსად დანიშვნის ბრძანებას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი ორი დღის წინ მოაწერა. ახალი უფროსი უფლება-მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

მაცი ხვიტია ამ დრომდე სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციაში. იყო ასევე ქალაქ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი. წლების წინ ის ფოთის საპატრულო პოლიციის ოცმეთაურადაც მუშაობდა.