ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მწერლის ლუკა ცომაიას მისტიკური ტრილოგიის ,,წვიმის კაცის” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მხატვრულად ფოთელმა
ათმა მხატვარმა გააფორმა, რომელთათვის წიგნის შინაარსი უცნობი იყო და ისინი დღეს მკითხველთან ერთად გაეცნობა წიგნის შინაარს.
წიგნის პრეზენტაცია ფონდი ,,ქველმოქმედი 2000″-ს მხარდაჭერით გაიმართა, წიგნის რეალიზებიდან აღებული თანხა 1 ივნისს მთლიანად გადაეცემა 10 სოციალურად დაუცველ ოჯახს. წიგნის პრეზენტაცია ფილოლოგმა ირმა დოლბაძემ წარადგინა, ლუკას პირველმა მასწავლებელმა მაკა ვადაქარიამ, ლუკას ნახატი და ჯერ კიდევ დაუბეჭდავი ლექსები გააცნო საზოგადოებას.
პრეზენტაციას მუსიკალურად აფორმებდა ფოლკლორული ანსამბლი ,,პირიმზისა”. სკოლის მოსწავლეებმა ლუკა ცომაიას პირველი ლექსების კრებულიდან ,,მარტის წვიმა” ლექსები წაიკითხეს.