ორშ. დეკ 9th, 2024

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამებით მარტის თვეში 399 ბენეფიციარს დახმარება გაუწია – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით 66 ბენეფიციარზე 34 344 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით (ყოველთვიური დახმარებით) 7 ბენეფიცირზე – 1050 ლარი გაიცა.

დახმარება გაეწია მრავალშივლიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. მრავალშვილიან 266 ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) 26 600 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 4 ოჯახზე – 1200 ლარი;

34 ბენეფიციარზე 5100 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 2 ოჯახზე 500 ლარი და გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 1 ოჯახზე 200 ლარი.

დახმარებები გაიცა ასევე შშმ პირებზე და სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით – 16 ბენეფიციარზე 3200 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით – 3 ოჯახზე 600 ლარი დაიხარჯა.

მარტის თვეში გაწეული დახმარების ჯამურმა ოდენობამ 72 794 ლარი შეადგინა.