ხუთ. ნოე 21st, 2024

ევროპელი სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ 2016-2017 წლის ზამთარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება.
სინოპტიკოსები გვირჩევენ,
რომ დროა უჩვეულოდ ცივი ზამთრისთვის თბილი სვიტერები მოვიმარაგოთ. გერმანელი მეტეოროლოგი, დომინიკ იუნგი ამბობს, რომ 2016-2017 სეზონი უჩვეულო სიცივეს გვპირდება.

მეტეოროლოგიურმა რუკამ, გააოცა სინოპტიკოსები. იუნგის განმარტებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარი-თებერვლის თვეებშია მოსალოდნელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მარტში გაზაფხულის დადგომას არ უნდა ველოდოთ და ევროპაში ზამთრის დასრულება და მზის სითბო მხოლოდ აპრილისთვის იქნება მოსალოდნელი.

მეტეოროლოგი, ჯო ბასტარდი ეთანხმება ევროპელი კოლეგის განცხადებას. “ამ სეზონზე განსაკუთრებული სიცივე იქნება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წელს არქტიკიდან მომავალი ჰაერის მასები, დიდი ოდენობით ევროპაზე გაივლის” – ამბობს ბასტარდი.

გარდა ამისა, დიდ მღელვარებას იწვევს, მზის ინტენსივობის შემცირება, რის გამოც, ჩვეულებრივზე უფრო დაბალი ტემპერატურა იქნება.

“ფობოს მეტეოროლოგიური ცენტრის” სპეციალისტი ელენა ვოლოსიუკი აღნიშნავს, რომ მზის სისტემაში ცვლილება იმ ფაქტისკენ მიგვანიშნებს, რომ ცივი სეზონი გველის.

“ეს მოვლენა პირველყოვლისა ჰაერის მასების გადაადგილების დარღვევას უკავშირდება.როდესაც ჰაერი მოედინება ატლანტიკის ოკეანიდან, ზამთარი შედარებით მსუბუქია და ახასიათებს სველი თოვლი. გავიხსენოთ ბოლო დიდი ზამთარი: მაშინ მივიღეთ ქარიშხლები სამხრეთით, რომელმაც გამოიწვია შტორმი, შემდეგ დადგა არქტიკული სიცივე.

როგორც წესი “ამინდის მოძრაობის” ცვლილება მზის ინტენსივობაზეა დაკავშირებული. დღეს, ჩვენ გვაქვს ტემპერატურის ლოკალური ვარდნა. თუმცა, შესაძლოა, გრძელვადიანი გლობალური სიცივისა და ახალი “დიდი გამყინვარების” პექსპექტივაზე საუბარი ნაადრევი იყოს”, – აცხადებს ამინდის სპეციალისტი ელენა ვოლოსიუკი.