ორშ. ნოე 25th, 2024

,,თქვენს თავს ვფიცავარ“ – ამ ფრიად პოპულარული ფიცის ავტორი, ეროვნული ფორუმის ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ოთარ ხარჩილავა კვლავ ხმამაღალ
განცხადებას აკეთებს:

,,არჩევნებში კონკურენტად მხოლოდ და მხოლოდ საკეთებელ საქმეს ვთვლი და სხვას არავის, რადგან არც ერთ კანდიდატს ჩემთან შედარებით გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია. არც მეორე ტური ჩატარდება და ოთარ ხარჩილავა დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ ქალაქში. ამდენი ხალხი ვერ გამოიყვანა ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ფოთში. ზვიად გამსახურდიამაც კი მხოლოდ 1800 ადამიანის გამოყვანა შეძლო. რეალურად მე მებრძვის სამი ნაციონალი კანდიდატი – ბექა ბასილია ნაციონალებიდან, ბურჭულაძის პარტიიდან კოტე კემულარია, იგი შექმნა ნაციონალურმა მოძრაობამ და გარეული იყო ნაციონალების ყველა ბინძურ საქმეში და ირაკლი ხახუბია, რომელიც აფინანსებდა ნაციონალებს და 2012 წელს კარდაკარ დადიოდა ხვეწნით, რომ შემოეხაზათ #5. იგი ყველა ნაციონალურ შტაბში დაუფარავად მოძრაობდა და აგიტაციას ატარებდა მათ სასარგებლოდ“.

ხარჩილავა მისი პოპულარული ფიცის შესახებაც აკეთებს განმარტებებს: „ყველა ჩემი მხარდამჭერი ჩემი მეგობარია და უფლება მაქვს, მეგობრები დავიფიცო“.