ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის ფოიეში ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო,
ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურიას” პარტნიორობით საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა.
საინფორმაციო ფორუმზე ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს ვაკანსიები, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, არაფორმალური განათლების, სტაჟირების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და ბიზნეს საქმიანობის მხარამჭერი სერვისები შესთავაზეს.
საინფორმაციო ფორუმზე თავიანთი პროდუქცია 30-მდე ორგანიზაციამ წარადგინა. მათ შორის იყვნენ პროფესიული სასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო სამსახურები, მსხვილი ბიზნეს კომპანიები , მცირე და საშუალო საწარმოები.