შაბ. ნოე 23rd, 2024

ფოთში ეზოების კეთილმოწყობის პროექტი რამდენიმე თვეა დაიწყო, რომელსაც ტენდერით გამარჯვებული კომპანია ’’engineering servicer company’’ ახორციელებს,
პროექტი სრულად 2016 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 100 197 311 ლარია გამოყოფილი. დღეისათვის ათვისებულია 100 25 000 ლარი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოასფალტება, სანიაღვრე არხების, საჩრდილობლების და ელექტროგაყვანილობების გაკეთება.

,, ყველა ეზოში უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. თითქმის ყველგან გაკეთებულია სანიაღვრე და საკანალიზაციო არხები. ზოგან დასრულებულია ასფალტირება და მიმდინარეობს საჩრდილობლების გაკეთება, ზოგ ეზოში დაწყებულია ელექტროგაყვანილობის მოსამზადებელი სამუშაოები, ნაწილობრივ ზოგიერთ სახლში ასფალტირებისთვის იყრება ქვიშა და ღორღი”- განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ჯამბურიამ.
ჯამბურიასვე თქმით წელს გაკეთდება მხოლო 46 ეზო, მომავალ წელს კი დაგეგმილია კიდევ 47 ეზოს კეთილმოწყობა.

ასევე მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობაც, რომელიც მომავალი წლის 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ტროტუარების კეთიმოწყობისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 1 503 869 ლარი, დღეისათვის 778 759 ლარის სამუშაოები უკვე შესრულებულია, მომდევნო წლისთვის დარჩენილია 900 000 ლარი.