სამ. დეკ 3rd, 2024

ოლონურ ფონდასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი-ს  მედიაკონკურსის სპეციალური ჯილდო  გაზეთ  „მთავარი თემა სამეგრელოში გადაეცა.

ასევე აღნიშნული პრიზი გაზეთ „სვანეთი“-ს რედაქციამ მიიღო. ორივე მათგანს დიპლომი და ლეპტოპი გადაეცა.

კონკურსი გამოცხადდა 4 ნომინაციაში: საუკეთესო News, ფოტო და ვიდეომასალა ვებგვერდზე და საუკეთესო ვებგვერდი.

ნომინაციაში საუკეთესო News – პრიზი „კახეთის ხმას“ ერგო. საუკეთესო ფოტოს გამარჯვებული „სამხრეთის კარიბჭეა“, საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში „ჩემი ხარაგაულის“ მიერ გადაღებულმა ვიდეომ გაიმარჯვა, ყველაზე ინტერაქტიული ვებგვერდის კატეგორიაში კი პირველი ადგილი „სპექტრმა“ მიიღო.

ამავე კატეგორიებში დამატებითი პრიზებიც გაიცა. ფოტოს კატეგორიაში პრიზი „ოკრიბა ნიუსმა“ მიიღო, ვიდეოს კატეგორიაში „გურია ნიუს“ გადაეცა. გამოცემა „კახეთის ხმა“ ერთი წლის ინტერნეტ პაკეტით დაჯილდოვდა.

კონკურსის დებულების მიხედვით, ყველა პრიზი მედიასაშუალებას ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ პოლონურმა ორგანიზაციამ „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“ ნომინაციაში „საუკეთესო სტატია“ „მთავარი თემა სამეგრელოში“ დაასახელა და დააჯილდოვა.

უკვე მრავალი წელია პოლონეთის ფონდი და მედიასაშუალებები საქართველოს რეგიონულ მედიაგამოცემებთან, მათ შორის ჩვენს გაზეთთან თანამშრომლობენ.

რეგიონული მედიის განვითარების მიზნით პოლონური ფონდი, “კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან” ერთად, 2007 წლიდან საქართველოს რეგიონული 11 გამოცემისთვის ახორციელებდა სხვადასხვა პროექტებს.