ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთში ჯავახიშვილისა და სამეგრელოს ქუჩის მაცხოვრებლებმა სანიაღვრე არხების მოწესრიგების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ეს ის ქუჩებია, სადაც საცხოვრებელი სახლები უხვი წვიმის შედეგად დაიტბორა.

აქციის მონაწილეები სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვდა.

დატბორვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თქმით ყოველი უამინდობის დროს მათი საცხოვრებელი სახლები და კორპუსების ეზოები იტბორება, რის გამოც გადაადგილება უჭირთ. მათივე თქმით, პრობლემის მოგვარებას მრავალი წელია უშედეგოდ ითხოვენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ახალი სატუმბი სადგურების მშენებლობა უკვე დაწყებულია.