ფოთში 15 სააღმზრდელო დაწესებულება არსებობს, რომლებიც 1 აგვისტოდან არდადეგებს აცხადებს. გამონაკლისი გახლავთ ქალაქის #1 ბაღი, რომელიც შეუწყვეტლივ გააგრძელებს მუშაობას
და ამ პერიოდში ბაღში სიარულის მსურველებისთვის სამი ჯგუფი იფუნქციონირებს და 9 საათიანი რეჟიმით იმუშავებს – დილის 9 -დან საღამოს 6 საათამდე.
როგორც სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა მარგო ჯანუაშვილმა გვითხრა:
,,უკვე გვაქვს 312 ბავშვის განაცხადი. თუ ბავშვების რაოდენობა იქნება იმდენი, რომ გავხსნათ ცალკე ბაღი, ჩვენ ამისათვის მოვნახავთ შენობას. ჩვენი მრავალი აღსაზრდელი უკვე გავაცილეთ სკოლისაკენ და ჩავატარეთ საზეიმო საღამოები. ახალი აღსაზრდელებიც დაგვემატა. რა თქმა უნდა გვაქვს პრობლემები ცალკეულ ბაღებში გადახურვასთან, სველ წერტილებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ამას ვაგვარებთ – რამდენიმე ბაღში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები და ახალ სასწავლო წელს პატარები უფრო კომფორტულ გარემოში იქნებიან,,.