ხუთ. ნოე 21st, 2024

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიადან” გვატყობინებენ გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის

(სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

28 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 06:00 საათიდან 14:00 საათამდე ქვესადგური „ზუგდიდი 220“-დან გამოირთვება110 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 29811 აბონენტს (ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრი მთლიანად ქალაქის ცენტრის გარდა); ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 1314 აბონენტს(სოფელი ლესიჭინე); სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1408 აბონენტს (სოფლები: ლეძაძამე, უშაფათი, ზანა, ფოცხო); ხობის მომსახურეობის ცენტრის 1364 აბონენტს (სოფლები: ხეთა, ხამისკური, თორსა).

29 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ყულიშკარის“ 10 კვ ფიდერები :
ფიდერი „ჯიხაშკარი“ 11:00 საათიდან 12:30 საათამდე (615 აბონენტი);
ფიდერი „ჩაის ფაბრიკა“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე (1 აბონენტი);
ფიდერი „ჭაქვინჯი“ 14:00 საათიდან 15:30 საათამდე (220 აბონენტი)
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 836 აბონენტს(სოფლები: ჭაქვინჯი და ჯიხაშკარი).

29 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „სუფსა“ სამუშოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ლანჩხუთის მომსახურეობის ცენტრის 1156 აბონენტს(სუფსა, ახალსოფელი,ხიდმაღალა).

30 ივნისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ერკეთი“ ტრასის გაჩეხვის მიზნით, (ამავე დღეს იგივე დროში შესრულდება 35/10 კვ ქვესადგური „ნაბეღლავ“-ის დანადგარების რევიზია-პროფილაქტიკის სამუშაოები), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ჩოხატაურის მომსახურეობის ცენტრის 1266 აბონენტს(სოფლები:ზოტი,თავპანტა,ბჟოლეთი).

1 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ყულიშკარის“ 10 კვ ფიდერები :
ფიდერი „ყულიშკარი“ 11:00 საათიდან 12:30 საათამდე (305 აბონენტი);
ფიდერი „გრიგოლიში“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე (194 აბონენტი);
ფიდერი „წყალსაქაჩი“ 14:00 საათიდან 15:30 საათამდე (65 აბონენტი)
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 564 აბონენტს(სოფლები: ყულიშკარი და გრიგოლიში).

2 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ყულიშკარი“ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1400 აბონენტს (სოფლები:ყულიშკარი, გრიგოლიში, ჭაქვინჯი და ჯიხაშკარი).

3 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გამოირთვება ქვესადგური „ცაიშის“ 10 კვ ფიდერები :
ფიდერი „ოქტომბერი“ 11:00 საათიდან 12:30 საათამდე (394 აბონენტი);
ფიდერი „საჯიქიო“ 12:30 საათიდან 14:00 საათამდე (127 აბონენტი);
ფიდერი „ჩაის ფაბრიკა“ 14:00 საათიდან 15:30 საათამდე (357 აბონენტი)
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1058 აბონენტს(სოფლები: ოქტომბერი და საჯიქიო).

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.