ფოთში ” ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან თარხნიშვილმა სამი ტიპის დარღვევებზე ისაუბრა,
” ფოთში დარღვევების სამი ტიპი დაფიქსირდა, ერთი არის, რომ ორი უბანი გაიხსნა დაგვიანებით, ასევე ხდება ახალი საარჩევნო რეგულაციების დარღვევა, რაც გულისხმობს 100 მეტრის რადიუსში აგიტატორების ყოფნა, უფრო კონკრეტულად 19, 17, 20, 2, 21,31 უბნებზე. მოხდა პოლიციის გამოძახება , ამის შემდეგ დატოვეს გარეშე პირებმა ტერიტორია. ასევე, ტრადიციულად აქტიურობენ ქართული ოცნების კოორდინატორები სიებით სამარშუტო ტაქსით”_ ისაუბრა თარხნიშვილმა.
მან ასევე მიმართა “ქართულ ოცნებას” და შეახსენა კიდევ ერთხელ, რომ ეს დღე არის რეფერენდუმის,
” ეს დღე არის რეფერენდუმის და მათი წასვლის დღე, მათი დასასრულის დასაწყისი. ისინი იძულებული გახდებიან დანიშნონ რიგგარეშე არჩევნების”_ საუბრობს თარხნიშვილი.