დღეს ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (13- ერთის წინააღმდეგ), საკრებულოს თავმჯდომარედ ალექსანდრე თოფურია აირჩიეს.
სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარამჭერებმა და აქტიურმა წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ თოფურიას არჩევა ქალაქის შეურაცხყოფად ჩათვალა. „დღეს ფოთი ბესელიას მიერ კიდევ ერთხელ „გაპრავდა“. თოფურიას წიწილაშვილის სიძედ იცნობენ მხოლოდ, თორემ მისი სახელი და გვარი არავინ არ იცის და ის დარჩება ბოლომდე წიწილაშვილის სიძედ და ფულს რომ დიდი მიზიდულობის ძალა აქვს დღევანდელი დღე არის ამის კლასიკური მაგალითი.“-განაცხადა ცხვიტარიამ.