ფოთში არსებული სკოლების სველი წერტილების მოწესრიგება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება გახლდათ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საკრებულოს მე -6 (რიგგარეშე )სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამ გაიტანა.
როგორც სხდომაზე გაირკვა ფოთის ყველა სკოლის სველი წერტილის მოწესრიგება ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება.
„სველი წერტილების მოწესრიგება გაწერილი იყო ეტაპობრივად, ვიდრე მოხდებოდა სარემონტო სამუშაოების დაფინანსების გადმოცემა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას გადმოეცა დაფინანსების ვალდებულება, დაახლოებით ორი თვის წინ ხელმეორედ მოხდა გამოთხოვა საჭირო ინფორმაცის, საჭიროებების პრიორიტეტებიდან გამომდინარე“- განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ.
ამ ეტაპით სრულდება სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება, რომლისთვის გამოყოფილია ქალაქის ბიუჯეტიდან 140 000 ათასი ლარი.
როგორც ქორქიამ განმარტა რამოდენიმე სკოლას აქვს მოთხოვნა ადაპტირებული სველი წერტილების მოწესრიგება სპეციალიზირებული საგანმანათლებლო სწავლებისთვის.