ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთში, მე-17 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს რიგში დგომა მოუწიათ, რადგან მათ ხელზე მარკირების სითხე დაუფიქსირდათ, რის გამოც ხმას ვერ მისცემდნენ. თუმცა, ამომრჩევლები ირწმუნებოდნენ, რომ პირველად იყვნენ მისულები უბანზე ხმის მისაცემად. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მარკირების აპარატი მწყობრიდან იყო გამოსული.

გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, ქართული ოცნება ოპოზიციის მხარდამჭერებს ხმის მიცემაში შეუშალოს ხელი.

„იციან თავიანთი ამომრჩევლები და ვინც მათ არ აძლევს ხმას, ისინი კიბეებზე გააჩერეს და არ უშვებდნენ შიგნით, მიზეზად მარკირების ფანარის გაფუჭებას ასახელებდნენ. შეხედეთ, რამდენი ხალხი ჰყავთ ნაყიდი 30 ლარად. ინდაური ღირს 45 ლარი და ხალხის ხმა 30 ლარი?! ეს მთავრობა ყველაფერს კადრულობს“ – ამბობს ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია.

მარკირების ფანარის მწყობრიდან გამოსვლა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაშიც დაადასტურეს.