ხმაურით დასრულდა ფოთის საკრებულოს მე-20 სხდომა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ ხელისუფლება ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. ცხვიტარიას მტკიცებით საკრებულოს წევრები მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებენ და მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ამის დამადასტურებლად ოპოზიციამ ფოტომასალაც კი წარმოადგინა.
„მიდიან მოქალაქეებთან და ეუბნებიან, რომ თუ არ მისცემენ ხმას ,,ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ზეწოლის გარეშე მისცენ ხალხს საშუალება, გააკეთონ თავისუფალი არჩევანი,” – განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.
https://www.youtube.com/watch?v=sUR5m7Pxu3E
ცხვიტარიას ბრალდება საკრებულოს წევრებმა კომენტარის გარეშე დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ უპასუხა.
„სწორედ ის ძალა მოდის, თუ გამოუშვა ხალხმა, რომელმაც უსაფუძვლო ბრალდებებით 40 ათასი ხალხი ჩასვა ციხეში. საკრებულოს წევრს სრული უფლება ჰქონდა თავის უბანში გაეწია აგიტაცია. ახლა ესენი აშინებენ ხალხს, აი მოვა მიშა და დაგიჭერთ კიდევ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქი სწორ არჩევანს გააკეთებს ,”-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.