ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში 32-ივე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა და საარჩევნო პროცესი შეწყდა. 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდანაიას შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაირა.
როდონაიასვე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა იყო საშუალო. საკუთარი არჩევანი 17 778 ადამიანმა გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 42, 99 % შეადგენს. ,,ყველა უბანი დაიხურა და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა. მთელი დღის განმავლობაში იყო დარღვევები , ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა უბნის კომისიებთან. 31 საჩივარია შემოსული საოლქო კომისიაში და მათი განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება. საჩივრების უმრავლესობა პროცედურული ხასიათისაა. ფოთში დაძაბულობა არ ყოფილა, მეტ-ნაკლებად არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა,“- აღნიშნა სალომე როდონაიამ.