შაბ. დეკ 7th, 2024

ფოთში დევნილებმა საცხოვრებელი ბინების მოთხოვნით საპროტესტო აქციები ისევ დაიწყეს. ისინი ამ მოთხოვნით რამდენიმე დღის წინაც პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ.

ერთ-ერთმა იძულებით გადაადგილებულმა ქალბატონმა დალი აბურჯანიამ თავის დაწვაც კი სცადა. როგორც დალი აბურჯანია აცხადებს, მას აქციის დღეებში დახმარებას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია დაჰპირდა, თუმცა დღემდე არაფერი მიუღია.
მალთაყვის უბანში ბინის მიღებას 15-მდე დევნილი ოჯახიც ელოდება.როგორც ფოთის მაჟორიტარის ბიუროში გვითხრეს დევნილთა სამინისტროსგან წერილობითი შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტავენ, რომ არასაკმარისი ქულების გამო იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ბინები ამ ეტაპისთვის ვერ მიიღეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროტესტს არ შეწყვეტენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.