დიდი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან, ფოთის საპატიო მოქალაქეების დააჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ქალაქის განვითარებაში შეტანილი ღირსეული წვლილისათვის, დაჯილდოვდნენ – ლევთერ ჭოჭუა, ლეილა ლოლუა, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭანიშვილი, მარიკა ნადარაია, კესო კალანდარიშვილი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი, როინ(გულთაზ) მასხულია, ვახტანგ გვარამია, ვაგნერ მხეიძე,
შეკრებილ საზოგადოებას ფოთის დღე მიულოცეს და საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა: პარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი თავბერიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.