ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთში #9 საარჩევნო უბანზე, მობილიზებულმა აქტივისტებმა ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს საქმიანობის განხორციელებაში. თითქმის ყველა

საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულია სამარშუტო ტაქსები, რომელშიც სავარაუდოდ მმართველი პარტიის და მერობის კანდიდატის მხარდამჭერები იმყოფებიან.

„მთავარი თემა სამეგრელოში’’ ჟურნალისტის კითხვამ, თუ რატომ იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე მათი გაღიზიანება გამოიწვია. საარჩევნო უბანზე მყოფმა გაღიზიანებულმა აქტივისტებმა, პირადი სახის შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს.