დღეს ფოთის საგამოფენო დარბაზში ამირან კუპრავას საანგარიშო გამოფენა ,,მეტამორფოზა“ გაიმართა. მხატვარი სამი წლის წინ დაბრუნდა
ევროპიდან საქართველოში და ეს მისი პირველი გამოფენა გახლავთ მშობლიურ ქალაქში. ,,ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქალაქში კამერული ხასიათის მცირე ზომის გამოფენა ეწყობა.
60 წელია ველოდი ამას, რადგანაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები, როგორც ტილოზე ისე ხე და ლითონის ნაზავი, ბადე, მუშამბა, გრაფიკა, ფერწერა და ინსტალაცია. ასევე წარმოდგენილი გახლდათ ქალაქის მერიის მიერ დაფინანსებით გამოცემული ამირან კუპრავას წიგნი კატალოგი. გამოფენა თვის ბოლომდე გასტანს.