ფოთის N2 საჯარო სკოლასთან არსებულ ხელბურთის სპორტულ დარბაზში ჭიდაობა-სამბოში ფოთის ღია პირველობა ზურაბ ტუღუშის თასზე გაიმართა. ღია პირველობაში მონაწილეობა მიიღეს- ქუთაისის, აბაშის, სამტრედიის, ხობის, ვანის, თერჯოლის, ტყიბულის, ზესტაფონის, ზუგდიდისა და ფოთის ნაკრებ მოჭიდავეთა გუნდებმა. პირველობაზე ფოთელმა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 7 – პირველი, 6 – მეორე და 7 – მესამე ადგილები.
პირველობის საუკეთესო ტექნიკური მოჭიდავის თასი 42 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა თურქიას გადაეცა, ხოლო ზურაბ ტუღუშის სახელობის თასის მფლობელი 65 კგ წონით კატეგორიაში ოთიკო ოჩიგავა გახდა. შეხვედრაზე შედეგები ასე გადანაწილდა
32 კგ წონითი კატეგორია
დათო დგებია – I ადგილი
ლუკა გადელია – I I ადგილი
38 კგ წონითი კატეგორია
ლუკა ნაზაროვი – I ადგილი
ლუკა როსტიაშვილი – I I I ადგილი
42 კგ წონითი კატეგორია
ჯაბა თურქია – I ადგილი
ანრი ტაგიძე – I I I ადგილი
45 კგ წონითი კატეგორია
ირაკლი შეყილაძე – I I ადგილი
გიორგი ხარჩილავა – I I I ადგილი
48 კგ წონითი კატეგორია
ვიტალი ქაქუთია – I ადგილი
თორნიკე კვარაცხელია – I I ადგილი
52 კგ წონითი კატეგორია
ბექა სანაია – I I ადგილი
გიორგი ქაქუთია – I I I ადგილი
56 კგ წონითი კატეგორია
ანდრო არზიანი – I ადგილი
გიორგი ნარსია – I I ადგილი
თედო გედენიძე – I I I ადგილი
60 კგ წონითი კატეგორია
დათო იარაჯული – I I I ადგილი
ოთიკო ოჩიგავა – I ადგილი