ხუთ. ნოე 21st, 2024

30 სექტემბერს  12 საათზე, ფოთში საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარს გამართავს.სემინარის მიზანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდაამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანისგაკეთებაში ხელშეწყობა.

სემინარი ორგანიზებულიასაარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრისდაფინანსებული პროექტის – „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა დაგანათლებისათვის“ – ფარგლებში.

აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • საქართველოსსახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციასშორის – პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა);
  • ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობისგზები (უშუალო დემოკრატია – არჩევნები,რეფერენდუმი, პლებისციტი);
  • როგორ ხდებაარჩევითი ორგანოების ფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში);
  • მოქალაქეებსდა არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლებისანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე).

სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდებათ საინფორმაციო  მასალები  და ასევე შესაძლებლობა ექნებათ,რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო,საუკეთესო სლოგანი.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ყველა მსურველს ველოდებით ფოთში               

30 სექტემბერს 12 საათზე შემდეგ მისამართზე: წმინდა ნინოსქ # 3/2, გაზეთ „მთავარი თემა სამეგრელოში“ რედაქციის ოფისში.