ოთხ. ნოე 6th, 2024

ფოთში წელს 15 სააღმზრდელო დაწესებულება  გასულ წლებთან შედარებით, ახალ სასწავლო წელს ბევრად მომზადებული ხვდება. გარკვეული პრობლემები ცალკეულ  ბაღებში არსებობდა გადახურვასთან, სველ წერტილებთან, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, მაგრამ თანდათან მოგვარდა.ზაფხულის განმავლობაში შეუწყვეტლივ მუშაობდა #1 ბაღი,სადაც 3 ჯგუფი ფუნქციონირებდა. როგორც სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა მარგო ჯანიაშვილმა გვითხრა:

“ წელს ბავშვთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, 2050 შეადგინა და  72 ჯგუფია. წელს ბაღებმა სკოლებში  492 ბავშვი გააცილეს. კანონში ცვლილებების გამო,სკოლის გარეშე დარჩა 180 ბავშვი. კვების რაციონის მრავალფეროვნებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან მოთხოვნილია 2 ლარი თითო ბავშვზე. რაც შეეხება რემონტს – ყველა ბაღში ჩატარდა მიმდინარე რემონტი. დამონტაჟდა მძლავრი ორთქლის გამწოვი  სავენტილაციო სისტემა. შეკეთდა  სახურავები #9, #1, #11, #6 #5 ბაღებში. .#10 ს/ბაღში  შეკეთდა  კედელი. მოწესრიგდა ეზოები, მოიცელა  ბალახი. მიმდინარეობს მოლაპარაკება აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსთან #9 ს/ბაღში 2 ჯგუფის კაპიტალურ რემონტთან დაკავშირებით. ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მომავალ სასწავლო წლისათვის იგეგმება #5 და #8 ს/ბაღების  სრული რეაბილიტაცია. ყველა ბაღში აღებულია წყლის სინჯი და ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტებით”.