სამ. დეკ 3rd, 2024

ფოთის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პლაჟის საწმენდი „ბიჩტეკი-300“-ის მარკის სპეცმანქანა, 2 ნაგავმზიდი და 450 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონისა და პლასტმასის ურნები გადასცა.

აღნიშნული მანქანები შეძენილი იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რომელიც სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს ეფექტურად განახორციელებს.

აღნიშნული მანქანით სანაპირო ზოლის დასუფთავება სწრაფად და ხარისხიანად მოხდება. შპს „ ინფრასტრუქტურა 2008”-ის სამსახურის უფროსის გია სილოგავას თქმით ქალაქის ქუჩებში მდგარი ნაგვის ურნების ნაწილი კარგა ხანია შეილანძღა და განადგურდა. საჭირო გახდა მათი განახლება.

ურნების ჩანაცვლება უკვე დაწყებულია თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის რკალზე. ურნები მალთაყვის პლაჟისთვისაცაა გათვალისწინებული.