ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

11751797_964076063648470_4758822755615297307_n

ფოთში რამდენიმე დღიანი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში უკვე დაიხურა. აღნიშნული სპორტული ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით (25 ათასი ლარი) და

ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით მოეწყო. ფესტივალისთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 6000 ლარი, ხოლო გენერალურმა სპონსორმა «პაშა» ბანკმა 5000 გაიღეს. წელს ფესტივალში 12 ქვეყნის 400-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა, მათ შორის 15 დიდოსტატი მონაწილეობდა. გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. შედეგები კი ასე გადანაწილდა:

ბლიც ტურნირზე მესამე ადგილზე ლუკა პაიჭაძე გავიდა, მეორეზე — მანუელ პეტროსიანი -( სომხეთი), პირველი ადგილის მფლობელი უკრაინელი ოლექსანდრ ბორტნიკი გახდა. ქალთა შორის საუკეთესო გახლდათ სომეხი მოჭადრაკე მარია გევორქიანი, რომელმაც პირველი ადგილი არავის დაუთმო. ფესტივალის მთავარ ტურნირზე მე-3-ე ადგილი ისევ ლუკა პაიჭაძეს ერგო, 2 ადგილის მფლობელი უკრაინელი — ალექსანდრ ზუბოვი გახდა, ფესტივალის მთავარი პრიზი და 6000 ლარი სომხეთის წარმომადგენელმა ვაჰე ბაგდასარიანმა დაისაკუთრა.

ქალთა შორის მთავარ ტურნირში ადგილები ასე განაწილდა — 3 ადგილი — ალექსანდრე ვახანია, მე-2-ე ადგილი — ანა სტიაჟკინა, ხოლო ამ ჯერზე 1 ადგილი არავის დაუთმო ქართველმა სალომე ხაჟომიამ.

ბ ღია ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ აკაკი ზარდიაშვილი -3 ადგილი, გურამ კოკაია — 2 ადგილი, ნიკოლოზ პეტრიაშვილი — 1 ადგილი. 12 წლის ჭაბუკთა შორის ტურნირში 5 ადგილზე გიორგი ნაყოფია გავიდა, 3 ადგილზე აკაკი ღაჭავა, 2 ადგილზე თორნიკე წერეთელი, ხოლო პირველზე აზერბაიჯანელი ფარიდ მუსტაფაიევი გავიდა, ეს უკანასკნელი 11 წლის ჭაბუკთა შორის საუკეთესოც გახდა.

12 წლის გოგონათა შორის 5 ადგილი სომეხმა ასია ედიგარიანმა აიღო, 4 ადგილზე ქართველი ეკატერინე ბეჭვაია გავიდა, მესამე ადგილი სომხეთის წარმომადგენელმა მანე ნოვანისიანმა დაისაკუთრა, 2 ადგილზე ქართველი ნია დონღვანი გავიდა. თავის თანატოლებს პირველი ადგილი არ დაუთმო ქართველმა თამარ ესაძემ. მეორე ადგილის მფლობელი ნია დონღვანი

11 წლის გოგონათა შორის საუკეთესოდაც აღიარეს. 10 წლის ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები გახდნენ: 5 ადგილი — ზურაბ ავალიანი, 4 ადგილი — ალექსანდრე ტოპორინი (რუსეთი), მესამე და მეორე ადგილები გაინაწილეს ფოთელმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა დიანა ლომაიამ და აკაკი ყალიჩავამ, პირველ ადგილზე კი აზერბაიჯანელი მურად მუსაიევი გავიდა. 9 წლის ჭაბუკთა შორის საუკეთესოდ დაასახელეს ზურაბ ავალიანი.

10 წლის გოგონათა შორის გამარჯვებულები გახდნენ: 5 ადგილი — ნათია სახამბერიძე, 4 ადგილი — ლილე გუმბერიძე, 3 ადგილი — თამარ თასოშვილი, 2 ადგილი — ასტიკ ჰაკობიანი, 1 ადგილი — ელენე წოწონავა (ფოთი).9 წლის გოგონათა შორის საუკეთესო გახდა მარიამ დოლაკიძე.

8 წლის ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები არიან: 5 ადგილი — ლადო მაღლაკელიძე, 4 ადგილი — გიორგი ცირამუა (ფოთი), 3 ადგილი — მიხეილ სიჭინავა, 2 ადგილი — მიხეილ ხანთაძე, 1 ადგილი — ზაალ გვარამია. 7 წლის ჭაბუკთა შორის საუკეთესო გახდა დავით ლომთაძე. 8 წლის გოგონათა შორის გაიმარჯვეს: 5 ადგილი — ანა მეგრელაძე, 4 ადგილი — მარიამ სიჭინავა, 3 ადგილი — ბარბარე მიქიაშვილი, 2 ადგილი — მარიამ გაბელაია, 1 ადგილი — მარიამ გვათუა, რომელიც საუკეთესო გახდა 7 წლის გოგონათა შორის.

არჩილ ებრალიძის სახელობის პრიზი გადაეცა ფესტივალის საუკეთესო შედეგის მქონე ფოთელ მოჭადრაკეს ელენე წოწონავას, ბოჩიკა ლოლუას სახელობის პრიზი კი — ფესტივალის საუკეთესო ფოთელ მწვრთნელს გოჩა ჩაჩუას.

მარი ჯავახია
ფოთი


კომენტარები სტატიაზე