ფოთმა ჩემპიონთა და ევროპის ლიგის თასებს უმასპინძლა

1512335_955648621157881_8679433311491156471_n

ფოთში სუპერთასი,ჩემპიონთა და ევროპის თასები ჩამოიტანეს და თეატრის წინ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განათავსეს,სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ქონდა ფოტოები გადაეღო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის სუპერთასის ფინალის აღსანიშნავად, რომელიც ბარსელონასა და სევილიას შორის 11 აგვისტოს თბილისში, დინამო-არენაზე უნდა გაიმართოს, საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უეფას სამი ტრიუმფალური სიმბოლო — სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის ლიგის თასი ჩამოვიდა.

სუპერთასის ფინალისადმი მიძღვნილი ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საფეხბურთო გუნდ «ფოთის კოლხეთის» წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიმ, აღნიშნეს , რომ ევროთასების საქართველოში მოგზაურობის ფოთიდან დაწყება სიმბოლურია , რადგან ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სამშობლოა.


კომენტარები სტატიაზე