ფოთში საქართველოს ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში ჩატარდა

11705391_1650160608532574_2586561505469408580_o

ფოთში საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის ორგანიზებით მდინარე კაპარჭაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში, საქართველოს პირად გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა.

სადაც მონაწილეობა მიიღეს თბილისის, მცხეთის, ქუთაისისა და ფოთის ნიჩბოსნებმა. ჩემპიონატში სულ 70-75 სპორტსმენი ასპარეზობდა. ფოთის აკადემიური ნიჩბოსნობის სკოლის დირექტორი ფრიდონ ბირკაიას თქმით წლევანდელ ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის ზრდა სპორტული სკოლებისთვის თანამედროვე ნავებისა და ნიჩბების შემოტანამ განაპირობა. საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა ნიჩბოსნებმა.

I ადგილი — ზურაბ კინტირაია 1X-1000 მ.
II ადგილი – აკაკი სამუშია 1X-1000 მ.
III ადგილი – საბა პატარაია 1X-1000 მ.
III ადგილი – დილარ სანიკიძე 1X-2000 მ.
I ადგილი – თამუნა მიქაძე 1X-500 მ.
II ადგილი – ზურაბ კინტირაია, აკაკი სამუშია 2X-1000 მ.
II ადგილი – დათო ლაბაძე, საბა ბერიძე 2X-2000 მ.

გუნდური II ადგილი ფოთის ნიჩბოსანთა გუნდს ერგო წილად.


კომენტარები სტატიაზე