ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა

44597669_727057477648998_20471892896907264_n

ფოთში, 20-21 ოქტომბერს მდინარე კაპარჭაზე ნიჩბოსნობაში საქართველოს ღია ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მასში 1999-2005 წლებში დაბადებული გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. . ასპარეზობა 500, 1000, 1500 და 2000 მეტრიან დისტანციაზე გაიმართა. ბიჭებს შორის შეჯიბრი ერთ ადგილიანი, ორ ადგილიანი, ოთხ ადგილიანი და ერთ ადგილიანი საზღვაო კლასის ნავით ჩატარდა, ხოლო გოგონათა შორის ერთ ადგილიანი და ორ ადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით გაიმართა. საქართველოს ღია ჩემპიონატში წელს ღია ჩემპიონატით დასრულდა საჯიბრო და მოსამზადებელი სეზონი. ჩემპიონატი ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღია ჩემპიონატზე მიღებული შედეგები ასე გამოიყურება:

ვაჟები

18 წლამდე — ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავი 1500მ. დისტანცია
1. ნიკა დარჯანია, ელდარ კაპანაძე, არკადი გაგუა, ცეზარი გაგუა (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 5:40
2. კახა გოგია, თემურ ქანთარია, ზურაბ მისაბიშვილი, თემურ გაგუა (სპ.კლუბი მალთაყვა“) დრო 5:49

2000-2001 წწ.

ერთადგილიანი ნავი 2000მ. დისტანცია
1. ზაური ჩერნიშოვი (ფოთის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 7:46
2. ლევან კუჭუხიძე (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 8:00
3. ცეზარი გაგუა (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 8:42

ორადგილიანიწყვილმოსასმელიანი ნავი 2000მ. დისტანცია
1. ზაური ჩერნიშოვი, ლევან კუჭუხიძე (ახალგ. ნაკრები) დრო 7:02
2. ვასილ ჯიბლაძე, ცეზარ გაგუა (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 8:27

2002-2003წწ.

ერთადგილიანი ნავი 1500მ. დისტანცია
1. ელდარ კაპანაძე (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 6:15
2. არკადი გაგუა (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 6:22
3. ნიკა დარჯანია (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 6:30

ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავი 1500მ. დისტანცია
1. ელდარ კაპანაძე, არკადი გაგუა (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 5:56
2. ოთარ სართანია, ნიკა დარჯანია (აბაშის ნიჩბოსნობის სკოლა) დრო 6:17

2004-2005წწ.

ერთადგილიანი ნავი 1000მ. დისტანცია
1. თემურ ქანთარია (სპ.კლუბი „მალთაყვა“) დრო 4:02
2. თემურ გაგუა (სპ.კლუბი „მალთაყვა“) დრო 4:08
3. გიორგი გაბელაია (სპ.კლუბი „კოლხა-2016“) დრო 4:14

ერთადგილიანი საზღვაო ნავი 500მ. დისტანცია
1. თემურქანთარია (სპ.კლუბი „მალთაყვა“) დრო 4:02
2. თემურგაგუა (სპ.კლუბი „მალთაყვა“) დრო 4:08
3. ზურაბ მისაბიშვილი (სპ.კლუბი „კაიაკი“) დრო 2:11

გოგონები

ერთადგილიანი საზღვაო ნავი 500მ. დისტანცია
1. ქეთევან გენძეხაძე (სპ.კლუბი“მალთაყვა“) დრო 2:17
2. ინგა შენგელია (სპ.კლუბი“მალთაყვა“) დრო 2:19
3. მარიამ კუხალაშვილი (სპ.კლუბი „კაიაკი“) დრო 2:24

ორადგილიანია წყვილმოსასმელიანი ნავი 1000მ. დისტანცია
1. ქეთევან გენძეხაძე, მარიამ კუხალაშვილი (სპ.კლუბი „მალთაყვა“) დრო 4:30

ღია ჩემპიონატის მთავარი მსაჯი ალექსანდრე ფილიპია და მსაჯი რომან მიქაძე გახლდათ.


კომენტარები სტატიაზე