ფეხბურთის ფედერაცია ფოთის სტადიონზე მწვანე საფარის მოწყობას უზრუნველყობს

26756428_1711728675549868_5064371254685038978_o

ფოთის სტადიონზე მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოებს ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს. ფოთის მშენებარე სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საინჟინრო და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი გიორგი რევაზიშვილი სტუმრობდა.

მან, მერის მოადგილეებთან ირაკლი თოფურია და გიორგი ფარეშიშვილთან ერთად, სანიაღვრე სისტემის გაყვანის სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია რომ, მოედნის მწვანე საფარისა და სანიაღვრე სისტემის სამუშაოებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს.


კომენტარები სტატიაზე