მეთევზეების აქცია კანონის გადახედვის მოთხოვნით

DSCN6897

ფოთში მერიის შენობის წინ მეთევზეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ფოთის ზღვის აკვატორიაში არსებულ სიტუაციას.

ისინი კანონის გადახედვასთან ერთად თურქ მეთევზეებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვდნენ. მათი განმარტებით ქართველების თევზსაჭერი სეინერები ფოთის აკვატორიაში უფუნქციოდ დგას და ქართველი მეთევზეები ვერ ახერხებენ თევზჭერას, რადგან შავი ზღვის ფოთის აკვატორიაში ქაფშიის მოსაპოვებლად მრავლად დაცურავენ თურქული კომპანიების სეინერები, რომლებიც არაერთგზის აკრძალვის მიუხედავად, თევზჭერას ისევ არასტანდარტული ბადეებით ახორციელებენ, მათი სეინერების ზღვაში შესვლის შემდეგ კი ქართველ მეთევზეებს თევზი აღარ რჩებათ.

მეთევზეებს ქალაქის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა და გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებთან შუამდგომლობით დახმარებას დაპირდა.


კომენტარები სტატიაზე