რატომ გადააჩოჩეს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამარ ფაჩულია?

თამარ ფაჩულია

რამდენიმე დღეა გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ფოთში,პროპორციიული სიით გასული “ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის”

კანდიდატი თამარ ფაჩულია საკრებულოს გარეთ რჩება.ასევე გავრცელდა, რომ ფაჩულიას ადგილი საკრებულოში მმართველი გუნდის სხვა კანდიდატის სასარგებლოდ დაათმობინეს. რა მოხდა სინამდვილეში და ჰქონდა თუ არა რაიმე გარიგებებს ადგილი ყველა ამ საკითხზე თავად თამარ ფაჩულიასგან გაიგებთ:

_ქალბატონო თამარ, მოგესალმებით, დავიწყოთ თავიდან, რა შედეგი მიიღეთ არჩევნებზე და ადასტურებთ თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას თქვენს მიმართ გარკვეული მოლაპარაკებების შესახებ?

-იმ შედეგების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა საღამოს და მეორე დღეს, გასული ვიყავი, გამსვლელ პროპორციულ სიაში ვიყავი, მირეკავდნენ, მილოცავდნენ, მერე კი აღმოჩნდა, რომ ჩემი კანდიდატურა უნდა ყოფილიყო ამოღებული და ოცნების მეხუთე კანდიდატი უნდა ჩასმულიყო, სამწუხაროდ ასე მოხდა, გადაწიეს თამარ ფაჩულია და ჩასვეს ოცნებისთვის “სასახელო” კადრი ჩოჩია. ვესწრებოდი “ნაციონალური მოძრაობის” სასამართლოს, ისინი ითხოვდნენ უბნების გადათვლას, მაგრამ მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ეს სასამართლოც ისევე დასრულდა როგორც ეს არჩევნები და ეს სამწუხარო ფაქტია.

_გამოდის რომ არჩევნები არაფერს ცვლის და მაინც ერთი ხელით იმართება ყველაფერი და ლაგდება, თქვენც ასე თვლით?

-დიახ, ეს ასეა, მაგრამ რა გამოუვა ვნახოთ, ჩვენ თავდაპირველად გქონდა ორი მანდატი და მერე მითხრეს რომ რაღაც მეასედები დაგაკლდა ხმაო, ასე განმიმარტეს და აღმოვჩნდი გარეთ. სამწუხაროდ ჩაწერილი არ მაქვს და ვერ დავადასტურებ ბევრ ფაქტს, როგორ მიდიოდა საუბრები ჩოჩიას გაყვანაზე, არანაირი პროტეჟეობით არასდროს არ მივსულვარ სამსახურში და არანაირი თანამდებობა არ მიღირს იმად რომ ასეთი წესებით მოვიდე სამსახურში და მივაღწიო რაღაცას. მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი იმის თაობაზე,  როგორ ვითარდება ამ ქალაქში მოვლენები, ადამიანებმა დაწერეს ჩემზე ფეისბუქში, რომ თუ ვინმე უნდა ყოფილიყო საკრებულოში, თქვენ უნდა ყოფილიყავით აუცილებლადო და მე სწორედ ეს დამოკიდებულება მიმაჩნია გამარჯვებად. იმათ იკითხონ, ვინც უღირსად, ყალბი ხმებით, სომხური კარუსელებით დაატრილეს გაყალბება და მოირგეს საკრებულოს მანდატი. რას იზამენ ისინი ხვალ, მართავენ ქალაქს? ვერ მართავენ.

-აპირებთ თუ არა მიმართოთ სასამართლოს?

— დიდი სიამოვნებით მივმართავდი სასამართლოს, მაგრამ ვის მივმართო? Aამ სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა არ დააკამყოფილა ხმების გადათვლა და ჩემი ხმები რომ გადათვალონ იმას დააკმაყოფილებს? მაშინ როცა მე არანაირი იურიდიული დოკუმენტი არ მიჭირავს ხელში.

— ადგილი ჰქონდა თუ არა თქვენთან ვინმესგან რაიმე მოლაპარაკების მცდელობას, ან ზარი ხომ არ ყოფილა ისეთი, რომ გარიგების ხასიათი ჰქონოდა?

_მსგავსი რამ არ ყოფილა, იციან მათ რომ ჩემს მიმართ ასეთი ზარი ვერ განხორციელდება, რომ ჩემთან არანაირი გარიგება არ იქნება, იმიტომ რომ მე ჩემი შინაგანი კოდექსი არ მაძლევს ამის უფლებას.

_რა რეაქციაა თქვენი თანამებრძოელების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ არ შედიხართ საკრებულოში?

_ჩემი თანაპარტიელების მხრიდან არის გულისწყვეტა, ჩვენ ვიკრიბებით, ვაანალიზებთ ამ ყველაფერს, რა მოხდა და როგორ მოხდა, გვერდით მიდგანან და მგულშემატკივრობენ, თუმცა როდესაც არ გიჭირავს იურიდიული დოკუმენტი რთულია. ჩვენ, როგორც იცით კომისიის წევრი არ გვყავდა ჩვენი გულშემატკივარი უბანზე, თითო წარმომადგენელი კი ვერაფერი ნუგეშია ასეთ დროს. Aამდენად არ მაქვს არანაირი იურიდიული კაუჭი რომ მივყვე, თორემ რომ მქონდეს, დარწმუნებული იყავით, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომ რაღაცის გამო გავჩუმდე, არ ვაპირებ გაჩუმებას არაფრის ფასად, დუმილი ამ შემთხვევაში დანაშაულია. ცუდია, რომ არსებობს რაღაც მითქმა-მოთქმა ამასთან დაკავშირებით, ეს არის ლოგიკას მოკლებული, Eესე იგი უნდა დავთმო ის რაც მეკუთვნის  და ავიღო ის, რაც არ მეკუთვნის? Aვისი დამადლებული სამსახური  მჭირდება, თუკი აგერ  მეკუთვნის ობიექტურად, ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და აბსურდია.

_რას აპირებთ მომავალში, აგრძელებთ თუ არა პოლიტიკურ ბრძოლას?

_ ვიქნები ძალიან აქტიურ პოზიციაში, როდესაც ამოქმედდება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების, საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას, იყო ადრეც, სამუშაო საათების შემდგომ უსმენდა მოქალაქეებს, მაგრამ როცა უკვე კანონი ავალდებულებს,  მეტი ძალა აქვს, ამ კუთხით ვაპირებ გააქტიურებას და ვნახოთ, რომ გაიმართება სხდომები, რა საკითხებს განიხილავენ, ხალხზე ზრუნვის ეგიდით რომ არიან მოსულები, სინამდვილეში რომ ბიოგრაფია არა აქვთ, სამარცხვინოა, რომ ეკა ბესელიამ შეარჩია და ჩაწერა სიაში ისეთი ადამაინები, რომლის უფლებაც არ ჰქონდა მას. რატომ არის განხეთქილება  დეპუტატსა და “ქართულ ოცნებას” შორის. Aამის მიზეზიაAარა შიდა დაპირისპირება “ოცნებაში”, არამედ დაპირისპირებაა ამ სიის გამო. მიუხედავადD ჩემი პატივისცემისა დეპუტატის მიმართ, არ მაძლევს უფლებას ჩემი შინაგანი ხმა არ გამოვხატო ჩემი გულისწყრომა , თორემ პიროვნულად მის მიმართ არც არაფერი სხვა ინტერესი გამაჩნია, რომ ისე ვილაპარაკო, რაც არ არის მიზანშეწონილი.

_თქვენ ამბობთ რომ თავიდანვე პროპორციული სია დაკომპლექტდა არასწორად  არასამართლიანად და ერთპიროვნულად?

_რა თქმა უნდა, სწორედ ეკა ბესელიას დიდი მინუსია ის რომ სიაში ჩაწერა უბიოგრაფიო ადამიანები, პირველ ნომერზე არ ვამბობ, თუმცა უკვე არის ერთი გაწევ-გამოწევა რომ ის კი არ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ მეხუთე ნომრად ძლივს შესული ჩოჩია, რომლის მერობა უნდოდა ამ ქალბატონს. ეს ხომ რეალობაა და არა ჭორი, სინამდვილეა.

_ და ბოლოს, ქალბატონო თამარ, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ შეაფასებდით თვითმმართველობის არჩევნებს?

_ ამ არჩევნებზე არ ყოფილა ხალხის ნება გამოხატული. გაეფორმებინათ ეს პირდაპირ, არ სჭირდებოდა ამას ნამდვილად ამდენი აურზაური, ისე დაეწერათ და გაეყვანათ ვინც მათ უნდოდათ, ხალხის ნება ნამდვილად არ იყო ისეთი ადამიანები შესულიყვნენ საკრებულოში, ვინც დღეს შედის, რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ.


კომენტარები სტატიაზე