პარ. სექ 17th, 2021
დღეს ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მედიასთან შეხვედრისას მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვიალავამ ,განაცხადა,რომ დილით ფოთის მერთან შეხვედრის შემდეგ მას თანამდებობის დატოვება სთხოვეს, მიზეზი კი მათი გახარიას გუნდის წევრობაა.

,,მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადავმდგარვიყავით, კერძოდ დავით გუშიანისგან იყო დავალება, ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი’’ განაცხადა მედიასთან საუბრისას ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ.
როგორც მარტვილის მერის ყოფილი მოადგილე, აკაკი ხუნწელია აღნიშნავს : ,,მერი იყო აბსოლუტურად უხერხულ მდგომარეობაში ამასთან დაკავშირებით,რადგან ეს იყო დავალებული პარტიისგან და მთავბრობისგან’’
შეგახსენებთ,რომ დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, ფოთის ვიცე-მერი კოტე თოფურია,სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია. თანამდებობიდან გათავისუფლების სავარაუდო მიზეზი, გახარიას გუნდის წევრობაა, გავრცელებული ინფორმაციით კი, გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი დავით გვიშიანი იძლევა.