მერობის კანდიდატი 100 დაკარგულ და შემდეგ დაბრუნებულ ბიულეტინზე საუბრობს

20171021_133356

საარჩევნო ბლოკი ,,დიმტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატმა
ოთარ ხარჩილავამ დაანონსებულ ბრიფინგზე 100 ბიულეტინის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინა, სადაც საოლქო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერაა. ხარჩილავას განმარტებით ბიულეტინები მათ მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩარევის შემდეგ იქნა დაბრუნებული. ხარჩილავა ასევე მისი პარტიის წევრებიზე ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობს.

#70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განმარტებით, ,,ეს ბიულეტინები განთავსებული იყო საწყობში, ეტაპობრივად როდესაც ვიბარებდით უბანს და გადავცემდით დალუქულ ბიულეტინებს არმოვაჩინეთ, რომ ორი უბნის ბიულეტინი აკლდა. დავბრუნდით საწყობში და ვიპოვეთ იქ. ამის შემდეგ ეს შეფუთული დალუქული ბიულეტინი გადავეცით უბანს ამიტომ ეს ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად საოლქო კომისიიდან ეს ბიულეტინები არ გასულა. მათი კომისიის წარმომადგენელიც იყო ჩვენთან და მანაც იცოდა ეს ფაქტი“.

როდონაიამ აგრეთვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკარგული ბიულეტინები ერთ-ერთ თანამშრომელს გაყვა სახლში და იქიდან მოხდა მისი ამოღება. ,,არსად არ განმიცხადებია, რომ თითქოს დაკარგული ბიულეტინი ვინმეს გაყვა სახლში, ასევე ჩემი ხელმოწერა არც ერთი იმ ფურცელზე არ არის რომელც უბნებს გადაეცათ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს“.


კომენტარები სტატიაზე