სამ. სექ 29th, 2020

№13 უბანში კომისიის ერთ-ერთი დამკვირვებელი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ზეწოლაში დაადანაშაულეს. კერძოდ “ქალები სამართლიანი არჩევნებისთვის”

წარმომადგენელი ელისო ციცქარავა, ამომრჩეველს ლუბა ალანიას, 41-ს შემოხაზვა მოსთხოვა, რის შედეგადაც ამომრჩეველმა პროტესტის ნიშნად უბანი დატოვა. ლუბა ალანიას განაცხადებით, ელისო ციცქარავამ მას ჩუმად ჰკითხა “ოცნებას” ხომ აძლევო ხმას, რის შემდეგაც ალანიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ელისო ციცქარავა აღნიშნული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი მხრიდან ამომრჩეველზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარა.