ოთხ. სექ 30th, 2020

ხმაური იყო ფოთის #30 საარჩევნო უბანზე, სადაც ირინა ხუბუნაიას თავის არჩევანის დაფიქსირების საშუალება არ მიეცა. მიზეზად რეგისტრატორებმა

სიაში არყოფნა დაუსახელეს. ირინა ხუბუნიასგანმარტებით, ის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცხოვრობს და უკვე წლებია # 30 უბანზე აძლევს ხმას. საპარლამენტო არჩევნების დროსაც ფოთის საჯარო ბიბლიოთეკაში გახსნილ უბანზე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. თავისი მოქალაქეობრივი ვალის ვერ შესრულების გამო განაწყენებულმა ხუბუნაიამ საარჩევნო უბანი პროტესტის ნიშნად ხამურით დატოვა.